როგორ მოვატყუოთ ხალხი ინტერნეტში

ვინ არიან ტროლები?

ტროლები არიან ბოტები, ადამიანები ან ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად ან კომერციული/პოლიტიკური მიზნების გამო ატყუებენ და მანიპულირებენ ინტერნეტში მყოფი ადამიანებით.

როგორ დავიცვათ თავი ტროლების გავლენისგან?

მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ წინადადებებს
მოერიდეთ პირადი ინფორმაციის სოციალურ ქსელში უკონტროლო გავრცელებას
ჯგუფებში და გვერდებზე ხშირად იდება სურათები, რომლებიც სურათის ქვეშ გარკვეული პირადი ინფორმაციის: საცხოვრებელი მისამართის, იმეილის, დაბადების თარიღის და სხვა პირადი ინფორმაციის დაწერას გთხოვენ.
"ნასას მეცნიერებმა ხახულის ხატი შეისწავლეს", "15 რამ რასაც ექიმები გიმალავენ", "პრეზიდენტის ცოლის ძმის შოკისმომგვრელი კადრები", მსგავსი სტატიები მხოლოდ ერთი მიზნით იწერება, რომ დრო წაგართვან და საიტის პატრონს შემოსავალი მოუტანონ. გახსოვდეთ, ინტერნეტში ნებისმიერი სახის ტექსტის დაწერა შეიძლება. სანამ ტექსტს გააზიარებთ ან მოიწონებთ, შეამოწმეთ მისი სიმართლე!!!
დღეს-დღეობით თქვენი მოწონებების ყიდვა-გაყიდვა ჩვეულებრივი ბიზნესია. ცნობილია, რომ ყველაზე მეტ მოწონებას შიშველი ფოტოები, ფსევდორელიგიური სურათები და სურათებზე შავ-თეთრად დაწერილი წინადადებები ქმნიან, ასე რომ, ან მთლიანად ერიდეთ მსგავსი შინაარსის მატარებელ გვერდებს, ან დარწმუნდით, რომ მსგავსი გვერდების მიზანი მართლაც ისაა, რასაც ამტკიცებენ, და თქვენი ნდობის სხვისთვის მიყიდვის სურვილი არ აქვთ.
რამდენჯერ დაუმატებიხართ გაურკვეველ პირებს თქვენი მეგობრების გატეხილი ფეისბუქებით სხვადასხვა ჯგუფებში? "საგიჟეთი", "fun" და მსგავსი ნახევარ მილიონიანი ჯგუფების ერთადერთი მიზანი თქვენი მანიპულაციაა.
ყვითელი პრესის საიტები ავტომატურად ასოცირდებიან საიტების ადმინისტრატორებთან, რომლებიც ფულის გასაკეთებლად ყველაფერს იკადრებენ
კომენტარის დაწერა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები საქმეში ჩახედულები არიან. დაფიქრდით ვინ უფრო გამოცდილია მოცემულ საკითხში, თემის ავტორი თუ სოციალური ქსელის გაურკვეველი მომხმარებელი.

გადახედეთ ჩვენს სექციებს "ვაი პოსტები" და "გამოკითხვები", რათა შემდეგში სოციალურ ქსელში მარტივად შეძლოთ საფრთხეების ამოცნობა

გაუზიარეთ ცოდნა მეგობრებს, გააზიარეთ ჩვენი ვებგვერდი