ბოტტროლი შოპინგობს

ერთად დავიცვათ ჩვენი ბარათები

ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი ხდება ონლაინ მაქინაციების მსხვერპლი. აი როგორ შეიძლება მსგავსი მაქინაციებსგან თავის არიდება

მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ წინადადებებს
არასოდეს აყვეთ აბსურდულ შეთავაზებებს
არა, bzshvlviyomartalisaiti4.ucoz.com არ აპირებს, რომ 5 ლარად 2 კაციანი საგზური მოგყიდოთ. დაიმახსოვრეთ, რომ უფასო დედამიწაზე არაფერია და თუკი პირდაპირ არ გეუბნებიან, რა მოგებას ელოდებიან თქვენგან, დიდი ალბათობით იმიტომ, რომ თქვენი გაქურდვა უნდათ
ამ თემაზე ცალკე კურსს შევქმნით, მანამდე კი დაიმახსოვრეთ, ღია wifi და თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია არც თუ ისე კარგი შედეგის მომტანი იქნება
უმარტივესი და უმნიშვნელოვანესი მცნება. თუკი თქვენი ბარათის ინფორმაციას ვინმეს გაუზიარებთ მეილით, ჩათში, ტელეფონზე, ან სხვა ნებისმიერი გზით, არ აქვს მნიშვნელობა ვის, ჩათვალეთ, რომ თქვენი ბარათი უკვე ბოროტმოქმედის ხელშია.
ესეც მარტივი მცნებაა. გამოიყენეთ თქვენი ბარათი მხოლოდ ისეთ ვებსაიტებზე, რომლებსაც იცნობთ და აბსოლუტურად ენდობით
ყოველთვის შეამოწმეთ მისამართი!!! დარწმუნდით, რომ გამოსახული ვებსაიტის მისამართი სწორია, და რომ ვებსაიტის მისამართს წინ https აწერია.
PayPal ან Goolge Checkout კიდევ ერთი საშუალებებია,რომ თქვენი ონლაინ გადახდა დაცულად განახორციელოთ ამასთან ორივე აგინაზღაურებთ დანაკარგს, თუკი 60 დღის მანძილზე შეატყობინებთ, რომ ვინმემ თქვენი ბარათით არაავტორიზებული გადახდა განახორციელა

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

ბოტტროლმა გადაწყვიტა, რომ თავის მეგობარ ჯადოქარს დაბადების დღისთვის ოქროს კვერთხი აჩუქოს. აი, იპოვა კიდეც სასურველი საჩუქარი და ვებსაიტმაც საკრედიტო ბარათის ინფრომაცია მოსთხოვა. დააკვირდით ვებსაიტს და დაფიქრდით, რამდენად ჭკვიანურია ამ ვებსაიტისთვის ინფორმაციის მიცემა?

პასუხის სანახავად დააჭირეთ ღილაკს

მეგობარი ტროლის პატარა რჩევა

ყოველთვის დარწმუნდით, რომ იმ ვებსაიტის წინ, რომელშიც საკრედიტო ინფორმაციას წერთ, https წერია. https პროტოკოლი თქვენს ინფორმაციას შიფრავს, რაც ინფორმაციის მოპარვას გაცილებით რთულს ხდის











გაუზიარეთ ცოდნა მეგობრებს, გააზიარეთ ჩვენი ვებგვერდი