ავტორიზაცია და პაროლები

როგორ დავიცვათ საკუთარი ინფორმაცია?

რაც არ უნდა დაცული იყოს ვებსაიტი, თუკი თქვენი პაროლი სუსტი ან უკვე ცნობილია ბოროტმოქმედისთვის, ჩვენი ტროლიც ვერ დაგიცავთ. თქვენივე უსაფრთხოებისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ წინადადებებს
არასოდეს გამოიყენოთ მხოლოდ ერთი პაროლი ყველა ვებსაიტსა და აპლიკაციაში
ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რისი დაშვებაც კი შეგიძლიათ. თუკი ვინმე ერთ რომელიმე სუსტ ვებგვერდს ან აპლიკაციას გატეხავს, თქვენი ყველა პროფილი მისი კონტროლის ქვეშ მოექცევა
ერთსიტყვიანი პაროლები ბრუტფორსის შეტევებისთვის იდეალური მასალაა
ბოროტმოქმედი პირველ რიგში სწორედ თქვენი სახელისა და დაბადების თარიღისგან შემდგარი კომბინაციებით შეეცდება სისტემაში შესვლას
რამდენიმე სიტყვიანი პაროლი-ფრაზა მარტივად დასამახსოვრებელი და რთულად გასატეხია "MeDaGelatyeshidavrbivart!" უფრო დაცულია, ვიდრე "P@$sW0rb1234"
ყოველთვის შეამოწმე ვებსაიტის მისამართი!!! ძალიან ბევრი ფეისბუქისა და გუგლის მსგავსი ვებგვერდი არსებობს, რომლების მიზანიც თქვენი ინფორმაციის მოპარვაა
იცით თუ არა, რა ვებსაიტზე რეგისტრირდებით? დარწმუნებულები ხართ, რომ თქვენს ინფორმაციას ვებგვერდის პატრონი არ მოიპარავს?


troll goes Phishing

თვით ტროლებიც კი იყენებენ სოციალურ მედიას. მაგალითად, გუშინ, ჩვენმა საყვარელმა ტროლმა გადაწყვიტა ფეისბუქის სტატუსების დათვალიერება. თუმცა, როგორც კი ფეისბუქის ამ გვერდზე აღმოჩნდა, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო. შეგიძლიათ თუ არა იპოვოთ, რა შენიშნა ბოტტროლმა?

პასუხის სანახავად დააჭირეთ ღილაკს








თანახმა ვარ

ჟორას პაროლების დამახსოვრება უჭირს. ეზარება ყველა ვებსაიტზე ხელახლა შესვლა და სადაც კი დაინახავს, ყველგან სოციალური ქსელების საშუალებით შედის. ჩვენს პატარა ვებსაიტზეც ფეისბუქით დარეგისტრირდა. აბა თუ მიხვდებით, რა შეცდომა დაუშვა ჟორამ?

პასუხის სანახავად დააჭირეთ ღილაკს

მეგობარი ტროლის პატარა რჩევა

გამოკითხვებს და სხვადასხვა უაზრო ვებსაიტებს თქვენი ინფორმაცია არ სჭირდებათ. სამაგიეროდ, არიან კომპანიები, რომლებიც სიამოვნებით იყიდიან თქვენს ინფორმაციას. იმის გაგებით, თუ სად ცხოვრობთ, რა სურათებს დებთ, რომელ ფეისბუქის ჯგუფებს და გვერდებს იწონებთ, ცუდი ადამიანები თქვენს მანიპულირებას და მოტყუებას შეეცდებიან. ამიტომ ყოველთვის წაიკითხეთ, რა ინფორმაციას აძლევთ სხვა ვებსაიტებსა და გამოკითხვებს!

გაუზიარეთ ცოდნა მეგობრებს, გააზიარეთ ჩვენი ვებგვერდი