უფრთხილდით ტროლებს!!

ზოგადად მივიჩნევთ, რომ ინტერნეტის ეთიკა მარტივი შესასწავლია და "ბუნებრივად მოდის", ფიზიკის, ბიოლოგიის ან სამოქალაქო განათლებისგან განსხვავებით. სინამდვილეში, ინტერნეტი არც თუ ისე უსაფრთხო და დაცულია, და ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად უფრო და უფრო რთული ხდება ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის თავდაცვა.

თუკი ფიქრობთ, რომ ინტერნეტში დასამალი არაფერი გაქვთ და ეს კურსი თქვენთვის არაა, დააჭირეთ აქ

დაგვითმეთ სულ რაღაც 5 წუთი დღეში და ჩვენ გასწავლით, თუ როგორ დაიცვათ თავი ინტერნეტ სივრცეში

ავტორიზაცია და პაროლები

ბოტტროლმა შემთხვევით ინტერნეტში 1.5 მილიარდი ადამიანის იმეილი და პაროლი იპოვა. ხოდა გადაწყვიტა გვასწავლოს, თუ როგორ აღარ უნდა მოვხვდეთ ამ 1.5 მილიარდში



ბოტტროლი შოპინგობს

ბოტტროლი საყიდლებზე წავიდა. არაფერი ისეთი, უბრალოდ თქვენგან მოპარული საკრედიტო ბარათით იყიდის რაღაცეებს. თქვენ კი გასწავლით, როგორ არ გახდეთ სხვა ცუდი ტროლების მსხვერპლი


როგორ მოვატყუოთ ხალხი

ამ კურსში მარტივადაა ახსნილი ის ქმედებები, რომლებსაც სხვადსხვა გვერდებისა და ჯგუფების ადმინისტრატორები, ასევე ინდივიდუალური პირები იყენებენ სოციალურ მედიაში თქვენს მოსატყუებლად.

გაუზიარეთ ცოდნა მეგობრებს, გააზიარეთ ჩვენი ვებგვერდი